შაბათი, 2024-04-20, 4:22 PM
მოგესალმები სტუმარი

. Mey.Ucoz.COm №❶ .

შესვლის ფორმა 

მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » Lithium Hawk: ულტრაეფექტური ხელნაკეთი ელექტრომობილი
8:59 PM
Lithium Hawk: ულტრაეფექტური ხელნაკეთი ელექტრომობილი

Lithium Hawk: ულტრაეფექტური ხელნაკეთი ელექტრომობილი

2011 წლის 16 September

ოთხი წლის წინათ კანადელმა ინჟინერმა, ელექტრონული ტექნოლოგიების სპეციალისტმა ნეპ პეპინმა (Nap Pepin), საკუთარი ელექტრომობილის აგება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ნულიდან მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ამიტომ მან "ელექტრო ხელნაკეთი” კომპლექტი BugE შეიძინა. ავტორმა სტანდარტული კონსტრუქცია გააუმჯობესა და პირველ რიგში ლითიუმის კვების ელემენტები და დამოუკიდებლად შექმნილი აკუმულატორების მართვის ბლოკი დააყენა. ამან მას მანქანის სტანდარტული მაქსიმალური სიჩქარის 80-დან 130 კმ/სთ-მდე და გასავლელი მანძილის გაზრდის შესაძლებლობა მისცა, რომელიც 48-დან 200 კმ-მდეა გაზრდილი.

თუმცა, ახალი პროექტის სახით მან საკუთარი ელექტრომობილი ააგო ნულიდან, რისთვისაც მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლების დეტალები გამოიყენა, როგორებიც არიან Honda და Kawasaki. მისი სამბორბლიანი მანქანის სახელია Lithium Hawk, ეს ერთის შეხედვით მოკრძალებული სატრანსპორტო საშუალება სერიოზული ტექნიკური მახასიათებლების პატრონია: 1976 ლითიუმის ბატარეის მასივი და უჩოთქო ინდუქციური ძრავი, რომელიც 50 ცხენის ძალას ანვითარებს. მანქაა 400 კგ-ს იწონის და ძრავი მაქსიმალურ 200 კმ/სთ-ს ანვითარებს, ეს ძალიან სერიოზული მაჩვენებელია. რაც შეეხება მანქანის მიერ გასავლელ მანძილს ერთი დატენვით, აქაც ყველაფერი კარგადაა. ავტორის უხეში გათვლებით, თუ კი Lithium Hawk-ს მსუბუქი აეროდინამიური ძარით აღჭურვავს, ელექტრომობილს 240 კმ-ს გავლა შეეძლება. სამწუხაროა, რომ მსხვილი ავტომწარმოებლები არც ისე აქტიურად ინტერესდებიან მსგავსი პროექტებით.


კატეგორია: 9) სიახლეები | ნანახია: 969 | დაამატა: poqe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საათი
მოძებნე რამე
Block title
ვალუტის კურსი
ვალუტის კურსი
რუსული რუბლი რუსული რუბლის კურსი
ევრო(EUR)//-//
დოლარი (აშშ(USD)//-//
ჩეთის კრონა(CZK)//-//
ფუნტ სტერლინგი(GBP)//-//
კალენდარი
საჭირო პროგრამები
>